,,ბორია, მუქარების არ მეშინია,აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ”

საქართვრლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც საუბრობს რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის ძიებაშია. როგორც პოსტშია ნათქვამი ივანიშვილმა ყოფილ პრეზიდენტს მუქარა შეუთვალა:,,ის რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია,ეს ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის დამსახურებაა.ახლა ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვა კანდიდატურას-ხან ვის სთავაზობს,ხან ვის…
ვინც არ უნდა დააყენოს,ის საკუთარ თავზე იწვნევს საზოგადოების ძალას და დამარცხდება!
ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან,თითქმის ყველა სუსის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან..რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს,რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის და ხალხის ნების იგნორირებისთვის.ასევე,ჩემი ჩამოსვლისთვის…გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა,რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება.ის ჩემი ნაცნობი მას რა სახელითაც იყო რუსეთში ცნობილი,იმ სახელით იცნობს-ბორისად.ასე რომ,ბორია,შენი მუქარების მე არ მეშინია,აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ,მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს .არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა” წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი

banner
წინა სტატიაშივის შეხვდება ანგელა მერკელი საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში?!
შემდეგი სტატიათაღლითობა და კიბერდანაშაული – სამართალდამცველებმა „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები დააკავა