ბორელს საქართველო და ქართველი ხალხი ხვდება წელში გამართული, „ქართული ოცნება“ – პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ლაპარაკით – უსუფაშვილი

შარშან, როცა კანდიდატის სტატუსის თემა იხილებოდა, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს საქმე ჩაჩეხილიყო, ახლაც როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, ნაცვლად იმისა, მთავრობა მუშაობდეს კონსოლიდაციაზე, მუშაობს დესტრუქციაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის ბარიერი “ქართული ოცნებაა”.

„ბორელს საქართველო და ქართველი ხალხი ხვდება წელში გამართული, გვინდა ევროკავშირში და აქეთ მივდივართ, საქართველოს მთავრობა და “ქართული ოცნება” ხვდება პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ლაპარაკით, რომელიც ევროპაში სწორედ იმიტომ წავიდა, რომ ბორელს და სხვებს შეხვედროდა და იმ საკითხებში, რაზეც საქართველოს დახმარება სჭირდება, დამატებით მხარდაჭერა მოეპოვებინა. ესაა “ქართული ოცნების” პოლიტიკა, შარშან როცა კანდიდატის სტატუსის თემა იხილებოდა, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს საქმე ჩაჩეხილიყო, ახლაც როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა მუშაობდეს კონსოლიდაციაზე ამ საკითხში, მუშაობს დესტრუქციაზე. აი, ამით ხვდება ის ბორელს. კარგი ამბავი ისაა, რომ ბორელს და სხვებს ესმით ქართველი ხალხის სურვილი და შუაში ბარიერად აღმართული “ქართული ოცნება” ამ პროცესს ვერ შეაფერხებს,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის მხრივ, დღეს კი ჩამორჩება, ვშიშობთ, რომ საერთოდ გამოეთიშება რბოლას – პავილიონისი
შემდეგი სტატიაერდოღანი აცხადებს, რომ გზავნილი, რომელსაც მსოფლიო მიიღებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება