ბორელი – უკრაინას ექნება ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დღევანდელ კენჭისყრას. უკრაინას ექნება ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც ის აშშ-ის პრეზიდენტს ხელის მოსაწერად გადაეგზავნება.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ამერიკული დახმარების პაკეტი, რომელსაც ასე ველოდით, მივიღეთ
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია, მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში