ბორელი: შეშლილობა იქნება, რომ ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველში “მეორე ფრონტის გახსნასთან” დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე ამბობს, რომ “ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია”.

“თქვენ ბრძანეთ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, ამაზე პასუხი მარტივია. ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება, რომ ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. არ მოუსმინოთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ესეთი ხმები, მცდარი ხმები ვრცელდება. იმიტომ, რომ ეს ქმნის პრობლემას. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს, რომ უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური ქვეყანაში და ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალასთან
შემდეგი სტატიაბორელი: რისკია, რომ იმპიჩმენტი კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას, პოლარიზაციას გაზრდის