ბორელი: საქართველოს მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი მათი მომავალია

„როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო“, – ამის შესახებ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, ეს ფაქტი ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი მათი მომავალია.

„არამარტო ჩემთვის იყო გასაოცარი, არამედ ყველასთვის. თან არც ჩემი ვიზიტისთვის გაკეთდა ეს, ზოგადად ჩემს ვიზიტამდე, ჩემი ვიზიტის შემდეგაც ასე იყო. ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი მათი მომავალია. ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ თქვენთან ერთად ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენი ძალისხმევა გავზარდოთ იმისათვის, რომ თქვენს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცენ“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირისა და ნატოს მაღალჩინოსნებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიინჯია: ქართველმა ხალხმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აუკრძალოს
შემდეგი სტატიაოლივერ ვარჰეი: შევთანხმდით, მიზანია – საქართველო ევროკავშირში მოხვდეს