ბორელი: რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს

“უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს,” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

ბორელი რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება.

რუსეთი მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის მიზანში ამოღებას აგრძელებს. დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო “ოხმატდეტი” განადგურდა. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს” – წერს ბორელი.

 

banner
წინა სტატიაში„გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა
შემდეგი სტატიახვალ უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღეა