ბორელი: რისკია, რომ იმპიჩმენტი კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას, პოლარიზაციას გაზრდის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა თბილისში, პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნების” მიერ პრეიდენტის წინააღმდეგ იპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, არის რისკი, რომ ეს კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის.

“პრემიერმინისტრო, ნება მიბოძეთ დავამატო ერთი რამ, რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის, ყველა ინსტიტუტები უნდა მუშაობდეს ერთად, ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს ამის პოტენციალი წარმატებულ იყოს ამ პროცესში, თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, გყავთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და გჭირდებათ წარმატებისთვის თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში”, – თქვა ჯოზეფ ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიბორელი: შეშლილობა იქნება, რომ ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა
შემდეგი სტატიაძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის – ბორელი