ბორელი – ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, კარგ გზაზე ხართ

ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ, – ასე უპასუხა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რა არის მისი გზავნილი ქართველი ხალხისადმი.

„ჩემი გზავნილია, რომ ეს არის მათთვის წინგადადგმული ნაბიჯი. მათ არ უნდა განიხილონ ეს ნეგატიურად. ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა, ახლა მათ აქვთ შესასრულებელი საქმეები, აქვთ განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, კითხვაზე, საქართველო როდესაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიენიჭება თუ არა კანდიდატის სტატუსი, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ნამდვილად ასე იქნება.

„ზუსტად ასეა. როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოხდება ავტომატურად“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიის არ არის საქართველოს პრემიერ- მინისტრი, ის არის პირადად ივანიშვილის პრემიერი – მანჯგალაძე ღარიბაშვილზე
შემდეგი სტატიამიშელი – დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივცემთ უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის