ბორელი: მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს

„საქართველოში კიდევ უფრო ბნელი სურათია” – ევროკავშირის უმაღლესის წარმომადგენელის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მმართველი პარტიის ქმედებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს, რაც ავტორიტარიზმისკენ გადასვლაა.

როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, საქართველოში დაგეგმილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები “გადამწყვეტი გამოცდა იქნება ქვეყნის დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის”.

“საქართველოში კიდევ უფრო “ბნელი სურათია”… მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს, რაც ავტორიტარიზმისკენ გადასვლაა. ამიტომაც ევროინტეგრაციის პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე. მოდი, დაველოდოთ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც იქნება საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროპული გზის უმნიშვნელოვანესი ტესტი”, – თქვა ჟოზეფ ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე- მთელი საქართველო ერთიანია, “ოცნება” მარცხდება – ჩვენი მთავარი მიზანია ყველა ერთად დავდგეთ
შემდეგი სტატიაგაერთიანებული სამეფოს ელჩი: გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამაც