ბორელი – გაფართოების თარიღის განსაზღვრა ემსახურება პოლიტიკური ენერგიების მობილიზებას წინსვლისთვის, ჰორიზონტი თუ არ გვექნება, ხალხი დაიწყებს ფიქრს, რომ ჩვენ გვაქვს დრო, დრო არ გვაქვს

თარიღის განსაზღვრა ემსახურება პოლიტიკური ენერგიების მობილიზებას წინსვლისთვის, ეს არ ნიშნავს, გქონდეს ზუსტი თარიღი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა 2030-ში გაფართოება.

ბორელის თქმით, ჰორიზონტი თუ არ გვექნება, ხალხი დაიწყებს ფიქრს, რომ დრო აქვთ, დრო კი არ არის.

„ყოველთვის კარგია, გქონდეს ამოცანა და ჰორიზონტი. ეს არის პოლიტიკური ჰორიზონტი. თარიღის განსაზღვრა ემსახურება პოლიტიკური ენერგიების მობილიზებას წინსვლისთვის. ეს არ ნიშნავს, გქონდეს ზუსტი თარიღი. ჰორიზონტი თუ არ გვექნება, ხალხი დაიწყებს ფიქრს, რომ კარგი, ჩვენ გვაქვს დრო. ჩვენ არ გვაქვს დრო. ჩვენ გვქონდა ორი გრძელვადიანი გაფართოების პროცესი, ახლა უკრაინა მოდის, ახალი კანდიდატი“, – აღნიშნა ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – პროცესს ვაკვირდებით ყურადღებით, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის, კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს, ჩვენი დასკვნები გვაქვს, ვის სურს მეორე ფრონტი
შემდეგი სტატიაკობახიძე – ევროკავშირის ელჩს თუ აქვს რესურსი, ააღებინოს ხელი პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ვფიქრობ, არ აქვს რესურსი და ყველამ გვაცალოს, დავიცვათ სამართლის უზენაესობა