ბორელი – ევროკავშირის მიზანი სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობის დამყარებაა

ევროკავშირის მიზანი სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობის დამყარებაა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გვქონდა აზრთა ეფექტური გაცვლა არარატ მირზოიანთან ჩვენი დატვირთული ორმხრივი დღის წესრიგის შესახებ, ასევე სომხეთის სტაბილურობის მხარდაჭერისა და სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ახალ პროგრამაზე. რაც შეეხება რეგიონულ საკითხებს, მე დავადასტურე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესის მხარდაჭერა. ჩვენი საერთო მიზანია მყარი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – გიორგი გახარიას პარტიის განცხადება წარმოუდგენელი და შემაშფოთებელია, რომლის გაჟღერებაც აქამდე არავის გაუბედავს
შემდეგი სტატიარუსული კანონით არ ვიცხოვრებთ! – ხვალ პარლამენტთან აქცია გაიმართება