ბორელი – ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში, ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ თავდასხმებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში.

„შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „ქვეყანა ომშია“.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი – „ჰამასის“ ტერორისტები ისრაელში არიან, ჩვენ დავიწყეთ ჯარის მობილიზება, საჰაერო ძალები კი, ღაზას მიმართულებით იერიშს ახორციელებენ
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი – ვგმობ ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ თავდასხმას, ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი