ბორელი – ბელარუსის ხელისუფლებამ, რომან პროსტასევიჩის დაკავებით, საფრთხის ქვეშ დააყენა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი მინსკში, „რაინეარის“ ათენი-ვილნიუსის რეისის იძულებით გადამისამართებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ დაუშვებელი ნაბიჯით აიძულა, სამოქალაქო თვითმფრინავის ავარიული დაშვება განეხორციელებინა მინსკში. თვითმფრინავი, რომელიც ევროკავშირის კომპანიის მფლობელობაშია, ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის ასრულებდა რეისს და 100-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, ბელარუსული სამხედრო თვითმფრინავით აიძულეს, დაშვებულიყო.

ერთ-ერთი მგზავრი, ბატონი რომან პროტასევიჩი, დამოუკიდებელი ჟურნალისტია ბელარუსიდან. ის ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა და მინსკის აეროპორტში ბორტზე მოხვედრის საშუალება არ მისცა. ეს კიდევ ერთი აღმაშფოთებელი მცდელობაა ბელარუსის ხელისუფლებისგან, ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. ჩვენ მოვუწოდებთ რომან პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ამ იძულებითი აქტის განხორციელებისას, ბელარუსის ხელისუფლებამ საფრთხის ქვეშ დააყენა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება. უნდა განხორციელდეს ამ ინციდენტის საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს საერთაშორისო ავიაციის წესების ნებისმიერი დარღვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილინას ლინკევიჩუსი – „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით მსოფლიომ მკაცრი განცხადებები გააკეთა
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა – მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი ისტორიული მასშტაბისაა