ბორელი ახლო აღმოსავლეთზე – ჩვენ ყველამ უნდა ავიცილოთ თავიდან მორიგი კატასტროფა

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მწვავდება, რაც მას უცნობი მასშტაბის ომის ზღვარზე აყენებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩვენ ყველამ უნდა ავიცილოთ თავიდან მორიგი კატასტროფა. წინსვლის გზა ძირითადად კონსენსუალურია: ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, ახლავე. ყველამ, ვინც დეესკალაციის გზას ადგას, პასუხი უნდა აგოს“, – აცხადებს ბორელი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ოცნებას სჭირდება
შემდეგი სტატიამაჰმუდ აბასი – ღაზა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა“ და პალესტინის ლეგიტიმური მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს