ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას. ამის შესახებ ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება.

„დავადასტურე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის ბრძოლაში. პუტინმა ვერ გატეხა უკრაინის წინააღმდეგობა მისი გაუმართლებელი შეჭრის მიმართ და ახლა იძულებულია, დაიხიოს უკან, რუსეთის ტერიტორიაზე“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

სატელეფონო საუბრისას დმიტრო კულებამ ჯოზეფ ბორელს ფრონტზე არსებული ბოლო მოვლენებსა და კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციის დეტალებზე გააცნო ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქვეყნის რვა რეგიონში 117 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო
შემდეგი სტატიაბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა