ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 19 პაციენტიდან 8-ს არანაირი ვირუსი არ დაუდგინდა

ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტი იმყოფება. მათ შორის სამს რამდენიმე დღის წინ ლუგარის ცენტრში კორონავირუსი დაუდგინდა. ლუგარის ცენტრიდან 8 პაციენტის პასუხი დღეს დილით გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია, მათ არც A და B ტიპის ვირუსი არ აქვთ, შესაბამისად, საკარანტინო ზონაში გადავლენ.

რაც შეეხება დანარჩენ რვა პაციენტს, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი. ყველა პაციენტი საქართველის მოქალაქეა და შეხება ჰქონდათ ირანთან და იტალიასთან.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ყირიმში კორონავირუსით სავარაუდოდ ინფიცირებული ქალი კარანტინიდან გაექცათ
შემდეგი სტატიაეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო