Booking.com-ის ხელმძღვანელი ქვეშევრდომთან რომანის გამო გადადგა

10კომპანია Priceline-ის ხელმძღვანელი დარენ ჰატსონი, რომელსაც ეკუთვნის სასტუმროების დაჯავშნის სერვისი Booking.com, ქვეშემვრდომთან რომანის გამო გადადგა.

განცხადებაში, რომელიც Priceline Group-ის გვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ ჰატსონის და კომპანიის თანამშრომლის რომანის შესახებ შიდა გამოძიებით დადგინდა.

თანამშრომელი დირექტორის პირდაპირ დაქვემდებარებაში არ იმყოფებოდა, თუმცა, ეს შემთხვევაც კი კომპანიის ეთიკურ კოდექსს ეწინააღმდეგება – “ბიბისი” წერს.

ჰატსონის მოვალეობას დროებით ჯეფრი ბოიდი შეასრულებს, რომელიც 2002-20013 წლებში ხელმძღვანელობდა Priceline-ს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესახებ რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიასაგანგაშო სტატისტიკა