ბონდო თედორაძე: არ ვაპირებ ვინმეს პარტიის შიგნით გავუტარო პეროობა და ან რამე მსგავსი!

„რამდენჯერ დაგვაკავეს, რამდენი უბედურება გადაგვხვდა თავს ამ რვა წლის განმავლობაში და ჯერ არ მახსოვს, სალომე სამადაშვილს და ბევრ ლიდერს კიდევ დაედოს პოსტი ჩვენზე და გამოეხატოს მხარდაჭერა ( პოსტზე ვსაუბრობ, პოსტზე).

ახლა კი, ბათუმში მომხდარ ფაქტს ამაზრზენი უწოდა და ყველას ვისაც მოეწონა, ასევე ამაზრზენად მოიხსენია!

საჯაროდ ვაცხადებ: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს თავი გადადებული და არ ვაპირებ ვინმეს პარტიის შიგნით გავუტარო პეროობა და ან რამე მსგავსი!

ჩემი თუ გაინტერესებთ: თანამებრძოლი (თუნდაც დაუშვას შეცდომა) ბრძოლაში არ მიიტოვება!

არც მივატოვებ არავის! სხვა საკითხია რა მომწონს და რა არ მომწონს!“, – წერს ბონდო თედორაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიძალიან სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი ხელისუფლება სულ უფრო მეტად და მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს
შემდეგი სტატიაბოკერია მდინარაძის განცხადებებზე-ნორმალური ვადამდელი არჩევნების გარეშე, ქვეყანასაც ზიანს აყენებენ და მათი პერსონალური პოლიტიკური მომავალიც დგება დიდი რისკის ქვეშ