ბონდო თედორაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არამიზნობრივი ხარჯები ფიქსირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრის ბონდო თედორაძის განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არამიზნობრივი ხარჯები ფიქსირდება. როგორც მან სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე პანდემიის დროს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არამიზნობრივ პროექტებში მილიონობით ლარს ხარჯავს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თავს უფლებას აძლევს და კოვიდ პანდემიის პირობებში, როცა ცენტრალური ხელისუფლება გვესაუბრება ბიუჯეტში შემოსავლების ნაკლებობასა და ეკონომიკურ კრიზისზე, მილიონობით ლარს ხარჯავს არამიზნობრივ პროექტებზე, რომლის დღეს განხორცილება არავითარ აუცილებლობას არ მოითხოვს. მაგალითად: 300 ათას ლარამდე იხარჯება ეკონომიკის სამინისტრო შენობაში ინტერნეტ ქსელის მოწყობაზე, საინტერესოა, რა ფუნქციას ვერ ანხორციელებდა კორუმპირებული უწყება შარშან, შარშანწინ პანდემიამდე რისი განხორციელების აუცილებლობაც დაუდგა ამ კრიზისის დროს?! შუახევის მუნიციპალიტეტში 400 ათას ლარამდე იხარჯება სკვერისა და პარკის მოწყობის ხარჯთაღრიცხვის პროექტის შეძენისთვის. ანუ 400 ათას ლარს დავხარჯავთ პროექტის შეძენაში და არა პროექტის განხორციელებაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ გვატყუებენ, თუ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და ნამდვილად არის, მაშინ მილიონობით თანხას არააუცილებელ პროექტებში რატომ ხარჯავენ, როცა შეიძლება ეს და სხვა არამიზნობრივად დასახარჯი თანხების მიზნობრივად მობილიზების შემთხვევაში, დავეხმაროთ მოსახლეობას, რომელთაც პანდემიის პირობებში ყოვლგვარი შემოსავალი მოაკლდა და მათი ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულად დამძიმდა”, – აცხადებს თედორაძე.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხის სოფელ შრომაში მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიასაქართველოს გენერალური პროკურორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა