9.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების გამო ევროპაში რამდენიმე თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

Reuters-ის ინფორმაციით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ავიარეისის გადამისამართება და იძულებითი დაშვება გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიებმა ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებები მიიღეს.

ინციდენტები ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში თითქმის ერთდროულად დაფიქსირდა, რასაც უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გამკაცრება მოჰყვა.

დილით, ირლანდიური ავიაკომპანიის Airbus A320 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც დუბლინიდან რომის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ავარიულად საფრანგეთში დაეშვა. ხომალდის შემოწმების შემდეგ ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ დაშვება წინასწარი სიფრთხილის ზომა იყო.

ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების მიღების შემდეგ, Ryanair-ის სამი თვითმფრინავი ბულგარეთში გადამისამართდა. ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შემოწმების შედეგად ბორტზე რეალური საფრთხე არ აღმოჩენილა.

ანალოგიური შეტყობინებების გამო თვითმფრინავების ავარიულად დასმა გახდა საჭირო ავსტრიის, რუმინეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და იტალიის აეროპორტებშიც.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია”- საწვავის გაიაფება სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით უკვე შეძლეს
შემდეგი სტატიაიუსიტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიმართ რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა