ბომბების სამიზნე ფორდოუს ცენტრალური დერეფანი იყო – მაღალი გარჩევადობის ფოტოები

მაღალი გარჩევადობის დღევანდელი თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს ფორდოს ბირთვულ ობიექტზე ამერიკული ბომბების ღრმად შეღწევის შემდეგ დატოვებულ „ხვრელებს“. ფოტოზე კარგად ჩანს ერთიდაიგივე ადგილზე რამდენიმე ბობმის აფეთქების მიერ დატოვებულ ხვრელები.

დაბობმვის მსგავსი ტაქტიკა ბომბების შეღწევის ეფექტს აძლიერებს. ბომბი GBU-57 60მ-მდე სიღრმეში აღწევს და შემდეგ ფეთქდება. მაგრამ ამ შეღწევადობის ხარისხს მნიშვნელოვნალდ შეამცირებდა რკინა-ბეტონი და კლდე, რომელშიც ბუნკერია გათხრილი.

ფორდოს ობიექტი კი ზოგიერთი მონაცემებით, 300 მ სიღმრეზეა განთავსებული. ამიტომ ამერიკელები ბობმებს თანმიმდევრობით ერთიდაიგივე სამიზნეში ურტყამენ. ამ დროს ყოველი წინა ბობმი შემდეგს გზას უკვალავს და შეღწევის სიღრმე იზრდება.

„ჩათვალეთ რომ ფორდო განადგურებულია“ – ასე შეაფასა დაბომბვის შედეგები ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ. თავად ირანელები ამტკიცებენ, რომ ობიექტი მხოლოდ ნაწილობრივ დაზიანდა, ხოლო მაღალგამდიდრებული ურანი და პერსონალი ებიექტიდან ვაკუირებული იყო.

OSINT-მკვლევარმა ისრაელიდან ბენ ციონ მაკალესმა თანამგზავრული ფოტოები დაადო ფორდოს მიწისქვეშა ობიექტის სქემას, საიდანაც ირკვევა, რომ ბომბების სამიზნე ცენტრალური დერეფანი იყო.

რატი მელაძე

banner
წინა სტატიაში“ირანის ბირთვულ ტექნოლოგიებს ვერანაირი დარტყმა ვერ გაანადგურებს” – IRNA [VIDEO]
შემდეგი სტატიაბუდანოვის ბოლო ანგარიშის გაცნობის შემდეგ ზელენსკი რუსეთზე ახალ დარტყმებს აანონსებს