ბოლტონი: აშშ-ს სანქციები მანამდე დარჩება, სანამ მოსკოვი ქცევებს არ შეიცვლის

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა დაადასტურა, რომ სანქციები, რომელიც ამერიკის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ მიიღო, მანამდე დარჩება ძალაში, სანამ მოსკოვი მოქმედებებს არ შეიცვლის –  ამის შესახებ მაღალჩინოსანმა კიევში  უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განაცხადა.

ბოლტონის თქმით, უკრაინაში დაგეგმილი 2019 წლის არჩევნებზე, კიევმა მოსკოვის არჩევნებში ჩარევა არ უნდა დაუშვას.

Reuters-ის ინფორმაციით,ბოლტონმა ხაზი გაუსვა,რომ   უკრაინამ ნატოს გზისკენ წარმატებული ნაბიჯები გადადგა, თუმცა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა  .მისი თქმით,უკრაინის კრიზისის დარეგულირება მნიშვნელოვანია და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სიტუაციის უყურადღებოდ დატოვება საშიშია.

ბოლტონმა კიევს მოუწოდა რუსეთიდან ბუნებრივი გაზის მიწოდების ალტერნატიული გზების ძიება დაიწყოს.

banner
წინა სტატიაში„რეალური არაფერი არ აქვთ, თვენახევარი ტყუილად ვარ დაკავებული. მთელი ცხოვრება კრიმინალს ვებრძვი. მე არ ვარ კრიმინალი.”
შემდეგი სტატიაპენსმა და პომპეომ განაცხადეს, რომ New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია მათ არ დაუწერიათ