ბოლქვაძე მაყაშვილზე: თუ ძალადობა მოხდა, მაშინ 10 წელი სად იყო?

“ეს თემა ისეთი თემაა, რომ ეს არავინ არ იცის. ეს არის ზეპირსიტყვიერება, რომ, აი, ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის, რომ ძალადობა მოხდა. მაშინ 10 წელი სად იყო? “, – კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ასე გამოეხმაურა მსახიობისა და ტელეწამყვანის, ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, რომელშიც მან ყოფილი ქმარი, მსახიობი, ბესო ზანგური ძალადობაში დაადანაშაულა.

“რობერტ სტურუას პოზიცია არ არის ძალადობის წახალისება. თქვენ ისეთ პროვოკაციულ შეკითხვას მისვამთ, რომ ნამდვილად. რობერტ სტურუა არის თქვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საქართველოს ძალიან დიდი სიამაყე. ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. ძალადობა. მე გეუბნებით, რაც არის, როგორც მოცემულობა. იმ ადამიანმა მხარი დაუჭირა შეიძლება, იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნებიან, იყო ძალადობაში ჩათრეული, მაგრამ ის ამბობს, რომ ჯერ გაარკვიეთ და მერე, ამხელა აგრესია რომ წამოვიდა, ამას უნდა კარგად გაანალიზება, იმიტომ, რომ მსოფლიოს ახსოვს ასეთი მაგალითები, როცა 20 წლის შემდეგ, 30 წლის შემდეგ, ვიღაც აყვირდება, რომ რაღაც მოხდა. ამას გარკვევა სჭირდება. აი, პოლანსკის მაგალითი, აბა? ძაან ბევრი რაღაც ყოფილა. ის (რობიკო სტურუა) არ თვლის, რომ სავარაუდო მოძალადეა (ბესო ზანგური) და იმიტომაც უჭერს თავის მსახიობს მხარს. არიან ადამიანები, რომლებსაც ამის არ სჯერათ და ა.შ. ეს თემა ისეთი თემაა, რომ ეს არავინ არ იცის. ეს არის ზეპირსიტყვიერება, რომ, აი, ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის, რომ ძალადობა მოხდა. მაშინ 10 წელი სად იყო? ეს ერთი, და მეორეც ერთი, ეს გასარკვევია. ამისთვის უნდა იყოს გამოძიება და ა.შ. და ადამიანურად ძალადობას მე ვერ დავუჭერ მხარს, რა თქმა უნდა”, – აცხადებს ბოლქვაძე.

რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ ქალებმა 1937 წელს რეპრესიები დაიწყეს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმერაბ შარიქაძე: ჩემი სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილს, ვგმობ ოჯახში ნებისმიერ ძალადობას
შემდეგი სტატიათალაკვაძე: მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი