ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი “ვივამედში”, კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით – გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ მის შვილს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდება.

“გუშინ ღამე, მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღმოაჩნდა ასეთი იუმორის გრძნობა, მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს და ასე გავატარეთ ღამე. ერთი ადამიანი კიდევ, პარლამენტის ტრიბუნიდან “ტიპად” იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა. ასეთ მძიმე რეალობაში ვართ სამწუხაროდ.

ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი “ვივამედში”. კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით და იმედი მაქვს, რომ მოხდება მისი გამოკვლევა, ვნახოთ… დანარჩენი არაფერი ვიცი, როგორ იქნება ჩვენი შეშვება-არშეშვება. ალბათ მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას და ჩვენს გაგვაგებინებენ”, – თქვა გიული ალასანიამ.

კითხვას – რჩება თუ არა ძალაში ოჯახის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ ასე უპასუხა: “რჩება, თვითონ ექიმების დასკვნი საფუძველზე. ეს ჩემი აკვიატება არ არის”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკიმ ატლანტიკურ საბჭოს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს