ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროებას ეხმაურება, რომელიც მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად შესახლებას ასახავს.

როგორც დეკანოიძე Facebook-ზე წერს, ამ კადრებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობას და წამებას ჰქონდა ადგილი.

“1. ეს კადრები არის ხელისუფლების საწინააღმდეგო, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში.

2. სტრასბურგმა რაც დაავალდებულა ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის – მიაწოდეს. როგორ ძალადობენ პრეზიდენტზე;

3. ეს კადრები მალე თვითონ გაუსაჯაროვდებოდათ, იცოდნენ ამის შესახებ და დაასწრეს. ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება.

4. ივანიშვილის ფბ-ზე დადეს კადრები. ეს ადასტურებს, რომ პირადად ივანიშვილია ჩართული ამ შურისძიებაში. ვაგრძელებთ პროტესტს”, – წერს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილს და მის ხროვას ტორმუზი არ აქვს – უგულავა კადრებზე
შემდეგი სტატიავისაც ამ კადრების გამო არ გრცხვენიათ, არც ქართველები ხართ და არც ადამიანები – ელისო კილაძე