“ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ზალკალიანის ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს” | კრამონი საქართველოში ჩამოდის

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მმართველმა გუნდა შარლ მიშელის დოკუმენტი ღიად ანულირებულად გამოაცხადა.

ევროპარლამენტარი Twitter-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინტერვიუს შემდეგი სათაურით, “საქართველოს საგარეო მინისტრი: ჩვენ გვჭირდება პოსტ 2020 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის პერსპექტივა” აზიარებს და წერს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს ინტერვიუ “განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს”.

“საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, [დავით ზალკალიანის] ეს ინტერვიუ, განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს. 19 აპრილის შეთანმხება ევროკავშირთან “ქართულმა ოცნებამ” ღიად ანულირებულად გამოცხადა”, – წერს კრამონი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ახლა კიევშია და საქართველოში მოდის.

After the latest domestic developments in #GEO this interview looks especially ridiculous. #GeorgianDream openly stated to annul their signature from April19th agreement with the #EU. Georgia FM: We need a post-2020 Eastern Partnership agenda perspective https://t.co/vBzjXuhnbz

— Viola von Cramon (@ViolavonCramon) July 28, 2021

banner
წინა სტატიაშიფონ კრამონი: ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს