ბოლო სერიაში ისინი მარცხდებიან და ყველა ხედავს, რომ აღმოჩნდებიან ხოლმე ციხეში

„ბოლო სერიაში ისინი მარცხდებიან და ყველა ხედავს, რომ აღმოჩნდებიან ხოლმე ციხეში,“ – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შეფასებისას გააკეთა.

დეპუტატი ეკა ბესელიას წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე საუბრობს და მაგალითად სოციალურ ქსელებში დასპონსორებული ინფორმაციები მოჰყავს. მისი თქმით, მსგავსი მეთოდებით ოპონირება მიუღებელია.

გოგიჩაიშვილი გამოძიებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„დროში ემთხვევა ძალიან იგივე დასპონსორებულ Facebook გვერდების გავრცელებას, ექსპერტების გამოყვანას, რომლებიც მოიგონეს საიდანღაც. ასეთი მეთოდებით ბრძოლა ჩვენთან არ გასდიოდა სააკაშვილს და ამის გამო მოხდა იმ ამბების გაკეთება და ვთქვათ, თუ ვინმე ცდილობს, რომ ამ მეთოდებით რამე მიიღონ, ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ ბოლო სერიაში ისინი მარცხდებიან და ყველა ხედავს, რომ აღმოჩნდებიან ხოლმე ციხეში. შსს-ს რეპუტაცია, პროფესიონალიზმი, ნდობა გადის ასევე ამ საქმის გამოძიებაზე. დღეს შსს-ს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს
შემდეგი სტატიამეც მთავაზობდნენ ათას სიბინძურეს ბესელიას წინააღმდეგ… არ ვიკადრე, ივანიშვილმა იკადრა