რატომ ვერ მიიღო საქართველომ ევროკავშირისგან 46 მილიონი?!

დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, სამოქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად ქონების დაყადაღების ფაქტს ხშირად გამოყენების შესახებ საუბრობს.

განცხადება ქადაგიძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა და მაგალითად ლიბერთი ბანკის ფაქტი მოიყვანა, რომლის დაყადაღებული ქონების გამო, 100-მილიონიანი ინვესტიცია ვერ ხორციელდება.

„სამოქალაქო სასამართლოზე მინდა მოვიყვანო მაგალითი. სამოქალაქო სასამართლოში ბოლო სამი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ ხშირად იყენებენ დაყადაღების ინსტრუმენტს, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე ხმაურიანი მაგალითი – რუსთავის მეტალურგიული და ნატახტარის მაგალითები, მაგრამ კონკრეტულად საბანკო სექტორში, მაგალითად, ლიბერთი ბანკის მაგალითი, რომელშიც არის სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც დაინტერსებულია ამ ბანკის აქციების შეძენით და მხოლოდ იმიტომ, რომ სამოქალაქო დავის ფარგლებში დაყადაღებულია აქციები, დაახლეობით ასი მილიონი ინვესტიცია ვერ ხორციელდება, უკვე მესამე წელია,“ – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. მან ასევე ისაუბრა ზედამხედველობის სამსახურის შეცდომების გამო ევროკავშირისგან ვერ მიღებულ 46 მილიონ დოლარზეც.

„წელიწადზე მეტია, ხელი არ გვაქვს მოწერილი სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულებაზე. ერთადერთი მიზეზი, რატომაც სავალუტო ფონდის მიმოხილვა ვერ სრულდება დღემდე, ეს არის ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გატანა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს იყო შეცდომა. გარდა ამისა, ამ საკითხის გამო ვერ ხდება სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულებას და საქართველოს ვერ იღებს ევროკავშირიდან 46 მილიონ ევროს, რომლის ნახევარი სესხია, ნახევარი კი გრანტი,“ – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშირომელი სამინისტროების გაუქმება წაადგება ლარს?!- ქადაგიძის პროგნოზი
შემდეგი სტატიათეირანი და თბილისი გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ