“ბოლო რგოლიც ჩახსნეს ევროკავშირთან და ამერიკასთან” – თინა ხიდაშელი დავითაშვილის გადაყენებაზე

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშილის გადადგომას ეხმიანება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და წერს, რომ მისი გადაყენებით ქართულმა ოცნებამ დასავლეთთან და აშშ-სთან დამაკავშირებელი ბოლო რგოლიც ჩახსნა:

“დავითაშვილის გაშვება რას ნიშნავს ხომ ხვდებით ყველა?
სულ სულ სულ ბოლო კავშირიც კი ჩახსნეს ამერიკელებთან და ევროკავშირთან!
ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან რომელსაც ვინმე ელაპარაკებოდა ტოვებს მთავრობას!
ყველაფერი არის იმაზე უფრო ცუდად ვიდრე ამის წაკითხვის მომენტში გაიფიქრეთ” | წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრი აღარ იქნება, ის მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა, დავითაშვილი კი ეკონომიკის საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სხვადასხვა საკანში იმყოფებიან – არიან მხნედ და მოტივირებულები
შემდეგი სტატიაელექტროენერგიის სექტორი მომავალი 10 წლის განმავლობაში – გალტ & თაგარტის განახლებული კვლევა