“ბოლო პერიოდში კვერცხის დანაკლისის მიზეზი ფრინველის გრიპია” – “რადიო თავისუფლება”

ბოლო პერიოდში კვერცხის დანაკლისის მიზეზი ფრინველის გრიპია. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს და წერს, რომ ვირუსი ქართული მეფრინველეობის მსხვილი ფერმების დიდ ნაწილს უკვე მოედო.

გამოცემის ცნობით, ფრინველის გრიპი H9N2-ია, რომელიც ახლაა გავრცელებული, დაბალ პათოგენურია (LPAI – Low Pathogenic Avian Influenza) – ფრინველიდან ადამიანზე უკიდურესად იშვიათად გადადის და მეტწილად მსუბუქად მიმდინარეობს. ამ შტამის ვირუსს ფრინველებში არ აქვს მაღალი სიკვდილიანობა, თუმცა, თუ ვირუსს თან დაერთო ბაქტერიული ინფექციები, სიკვდილიანობა იზრდება, რადგანაც ვირუსი ქათმების იმუნურ სისტემას ასუსტებს.

H9N2 ხანდახან 40%-მდეც კი ამცირებს კვერცხის დებას, და აუარესებს კვერცხის ხარისხს.

გამოცემა წერს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ამ დრომდე დუმს, საჯაროდ საუბარს კი ფერმერებიც ერიდებიან.

“რადიო თავისუფლებას” არაერთი წყარო უდასტურებს, რომ ქსელურ მარკეტებში კვერცხის დეფიციტი მსხვილ ადგილობრივ ფერმებში ფრინველის გრიპის გამო კვერცხდების შემცირებამ გამოიწვია და ახლა მეწარმეები დანაკლისის შევსებას იმპორტით ცდილობენ – კვერცხის დამატებითი პარტია უკვე შემოვიდა თურქეთიდან და სომხეთიდან.

banner
წინა სტატიაშიმიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას
შემდეგი სტატია“კერძო უნივერსიტეტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა” – მინისტრის მოადგილე