ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება

ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად დღეს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება. შეხვედრა ელჩების დონეზე ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ალექსანდრ გრუშკოს განცახდებით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე განიხილავენ მინსკის შეთანხმების შესრულებას, ალიანსის სამხედრო აქტივობას და ავღანეთში შექმნილ ვითარებას.

ნატო-რუსეთის საბჭოს ბოლო სხდომა 2014 წლის მაისში გაიმართა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყირიმის ანექსიის შემდეგ შეაჩერა.

banner
წინა სტატიაშიომარ ნიშნიანიძე საფიჩხიის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს
შემდეგი სტატიათბილისის მერია მომავალი ზამთრისთვის კომუნალური ვაუჩერების სრულად გაუქმებას გეგმავს?