ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ორბანის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ “ფიდესმა” ევროპარლამენტის არჩევნებში, ბოლო თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე, ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

პირველადი შედეგებით, ორბანის პარტია “ფიდესმა და მისმა “ქრისტიან-დემოკრატმა” მოკავშირეებმა ევროპარლამენტში ხმების 44.2%-ით 11 ადგილი მოიპოვეს. ხოლო მეორე ადგილზე პიტერ მაგიარის მემარჯვენე-ცენტრისტული “ტიზა” 30%-ით გავიდა და შვიდი ადგილი მოიპოვა.

ორბანის თქმით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის დემოკრატია ცოცხალია და ჯანსაღია.

“საომარ სიტუაციაში და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ,” – განაცხადა ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ შედეგებმა მისი მთავრობის პოლიტიკის კურსი დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს – ლაიენი
შემდეგი სტატიაასეთი მოწოდება არარელევანტურია -სარჯველაძე ბაიდენისა და მაკრონის განცხადებაზე