ბოლო ორ დღეში მეორედ, ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ორი დღის განმავლობაში მეორედ გამართა. მისივე თქმით, ქვეყნის ლიდერებმა უკრაინის სამხედრო ძალის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება განიხილეს.

ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.

“ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ორი დღის განმავლობაში მეორედ და დღევანდელი საუბარი ასევე ძალიან პროდუქტიული იყო.

გუშინ დღეს განსახილველ საკითხებზე შევთანხმდით და ვითარების ყველა ასპექტი განვიხილეთ: ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის დაცვა, ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერება საჰაერო თავდაცვის, გამძლეობისა და შორი მოქმედების ძალების თვალსაზრისით. ასევე განვიხილეთ ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებული მრავალი დეტალი.

შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ ჩვენი დიალოგი და ჩვენი გუნდები ემზადებიან”. – წერს ზელენსკი.

გუშინ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ ტრამპთან “ძალზე პოზიტიური და პროდუქტიული” სატელეფონო საუბარი გამართა, რის ფარგლებშიც ტრამპს ჰამას-ისრაელს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება მიულოცა და მასთან უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშებთან ერთად უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხიც განიხილა.

მოგვიანებით, გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 11 ოქტომბერს გამართული სატელეფონო ზარის დროს ზელენსკი ტრამპს კიევისთვის Tomahawk-ის შორი რადიუსის რაკეტების მიწოდების საკითხზე ელაპარაკა.

banner
წინა სტატიაშიღაზაში “ჰამასსა” და გავლენიან საგვარეულოს შორის შეტაკებას, მინიმუმ, 27 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაღაზაში გათავისუფლებული 7 მძევალი “წითელ ჯვარს” გადაეცა, მათ თელ-ავივში ელოდებიან