“ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს” – აქცია კულტურის სამინისტროსთან

“დიდება პარტიას”, “სიკვდილი ხალხის მტრებს”, “ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს” – სიმბოლურად საბჭოთა გამონათქვამებით წარწერებიანი პლაკატები აქვთ გაშლილი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის პოლიტიკას აპროტესტებენ.

აქციაზე ხელოვანებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, იმყოფებიან “ლელოსა” და “დროას” წარმომადგენლებიც, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.

banner
წინა სტატიაშიაქციები თბილისსა და რეგიონებში – მოსახლეობა სოციალურ ვითარებას აპროტესტებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი კულტურის სფეროს პროტესტს ეხმაურება: რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც