“ბოლო მოვლენების კონტექსტში კარგად ჩაჯდა ის რაც ხდება” – ტრაპაიძე კიბერთავდასხმაზე

“ბოლო მოვლენების კონტექსტში კარგად ჩაჯდა ის რაც ხდება” – აცხადებს ტვ “პირველის” წამყვანი და ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე, განხორციელებულ კიბერ შეტევაზე საუბრისას.

კიბერთავდასხმის შემდეგ, ტვ პირველმა ისევ ვერ შეძლო საინფორმაციო გამოშვების ეთერში გაშვება. მაუწყებლობა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა. ვის ინტერესებში შედიოდა არხზე კიბერთავდასხმა, ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ის რაც ახლა ხდება ბოლო მოვლენებს საეჭვოდ ემთხვევა. ამ ეტაპზე არხი მხოლოდ ლაივ რეჟიმში მაუწყებლობას ახერხებს.

„ფაქტობრივად ვიდეო არქივი განადგურებულია, სერვერი, ანუ ტექნიკური ბაზა რომლითაც შეიძლება მასალის მიწოდება მაყურებლისთვის ესეც არის შეტევის ქვეშ დავირუსებული და შეუძლებელია მისი გამოყენება. ფაქტობრივად ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ლაივ რეჟიმში მაუწყებლობა. ახალი ამბები ვერ გავა ეთერში ამიტომ მე შევეცდები მხოლოდ ერთი კამერის და რამდენიმე ჩართვის აპარატის საშუალებით პირდაპირ ეთერში რაც ხდება დრეს, რაც მოხდება ის გადავცეთ მაყურებელს. ვერანაირი მასალა, ვიდეო რომელიც დამუშავებას საეთეროდ და მომზადებას საჭიროებს ეს შეუძლებელია ფაქტობრივად ამ დრომდე და ჩვენ ვცდილობთ ალტერნატიული რესურსები მოვძებნოთ.

ბოლო მოვლენების კონტექსტში კარგად ჩაჯდა ის, რაც ხდება მაგრამ მაინც დაველოდები საბოლოოდ რა გამოიკვეთება. თუმცა პირველადად რაც ვიცით, ეს არის იმ ტიპის კიბერშეტევა, კრიპტოვირუსი, რომელმაც მთლიანად მწყობრიდან გამოიყვანა სერვერი და გაანადგურა მასზე არსებული ყველა მასალა. მგონი საერთოდ ქუდის გარეშე გავალ ეთერში იმიტომ, რომ ესეც კი არ არის შენახული ჩვენს ტექნიკურ ბაზაში,“-განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს თანამშრომლები ტვ პირველში – გამომძიებლებმა არხის სერვერი წაიღეს
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნა