ბოლო მონაცემებით, უკრაინის ქალაქ ვინიცაში სარაკეტო იერიშის შედეგად 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ვინიცაში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ბოლო მონაცემებით, 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 39 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაღუპულთაგან მხოლოდ ექვსის ამოცნობა მოხერხდა.

შეგახსენებთ, რაკეტა ავტომობილების სადგომთან ჩამოვარდა, რის შემდეგაც 30-მდე ავტომობილი დაიწვა. ვინიცაში რამდენიმე ადგილი დაიბომბა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები. ვინიცის დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და რუსეთს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებს.

banner
წინა სტატიაში29 ივლისიდან ფოთის ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას
შემდეგი სტატია18 წლის ზემოთ პირებში, ჯერჯერობით, მეორე ბუსტერ დოზის გამოყენებაზე რეკომენდაცია გაცემული არ არის – გაბუნია