ბოლო მონაცემებით, პალესტინელთა მხარეს 130-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ისრაელის მხარეს – 8

დღეს დილიდან ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა განაახლა, რასაც ორგანიზაცია ჰამასის მხრიდან რამდენიმე საპასუხო იერიში მოჰყვა.

დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი ისრაელში ჩავიდა, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს და როგორც საერთაშორისო მედია იტყობინება, მოლაპარაკებებში ეგვიპტე, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

ბოლო მონაცემებით, პალესტინელთა მხარეს 130-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, რომელთა შორის 30-მდე ბავშვია, ისრაელი კი რვა დაღუპულს ითვლის.

banner
წინა სტატიაშიკიევი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების შესახებ დაპირების შესრულებას ითხოვს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომებში ონლაინ ფორმატით მონაწილეობს