ბოლო მონაცემებით, მარნეულში 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა ბოლო ინფორმაციით, სადახლოში. ყველა მათგანი ქორწილში იმყოფებოდა. მასობრივი ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი საკვები ან სასმელია.

მოწამლულები გვიან ღამით მარნეულის რაიონულ საავადმყოფოებში მოათავსეს, მათ შორის არიან ბავშვებიც. ექიმების თქმით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მათი ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მარნეულის საავადმყოფოებიდან რუსთავში და თბილისში გადმოიყვანეს.

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიის საჰაერო სამხედრო ძალების თვითმფრინავი ალპების გადაფრენისას დაიკარგა
შემდეგი სტატიათურქულმა სამხედრო ვეტმფრენებმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთები დაბომბეს