25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ბოლო მონაცემებით, კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 82 ადამიანი დაიღუპა

Reuters-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 82 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი, 42 ადამიანი რისარალდას დეპარტამენტში დაიღუპა.

ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ასობით ადამიანი დაშავდა.

კოლუმბიის პრეზიდენტმა, აბელარდო დე ლა ესპრიელამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. მიწისძვრის ბიძგები კოლუმბიის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა.

banner
წინა სტატიაშიკობა ფარტენაძის დედა: ჩემს ერთადერთ შვილს ემუქრებიან მოკვლით
შემდეგი სტატიაბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია