ბოლო მონაცემებით განადგურებული ან დაზიანებულია 40-მდე თვითმფრინავი, ძირითადად ტაქტიკური ბომბდამშენები

ბოლო მონაცემებით განადგურებული ან დაზიანებულია 40-მდე თვითმფრინავი, ძირითადად ტაქტიკური ბომბდამშენები.

უკრაინული მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო ოპერაციის კოდური სახელია “აბლაბუდა”.

გამოცემა Unian-ის ინფორმაციით “აბლაბუდის” დაგეგმვაზე უკრაინის დაზვერვა 1.5 წელი მუშაობდა.

მიახლოებითი გამოთვლით რუსულ ავიაციას 2 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.

წყაროების ცნობით დრონებით იერიში მიტანილია შემდეგ რუსულ აეროდრომებზე: ბელაია, დიაგილევო, ოლენია და ივანოვო.

რუსულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ აეროდრომთან, ბენზოგასამართ სადგურზე გაჩერებული სატვირთო მანქანიდან, დრონები ამოფრინდნენ და სამხედრო ბაზის მიმართულებით გაფრინდნენ. სავარაუდოდ უკრაინის დაზვერვამ რუსეთის სიღრმეში, ფრონტის ხაზისგან შორს, უპილოტო საფრენი აპარატებით დატვირთული მანქანების შეყვანა შეძლო.

banner
წინა სტატიაშირუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, რომელიც ხვალ სტამბოლში გაიმართება, უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატია“აბლაბუდა” – უკრაინის უსაფრთხოების სპეცოპერაცია, რომელიც 1.5 წელი იგეგმებოდა