ბოლო მოკავშირეც კი, ვარჰეის სახით დასავლეთში დაკარგა – მელია კობახიძეზე

კობახიძემ ბოლო მოკავშირეც კი დაკარგა დასავლეთში ვარჰეის სახით – ასე ეხმაურება “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა მელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა.

“მან უბრალოდ საბოლოოდ, ბოლო მოკავშირეც კი, ვარჰეის სახით დასავლეთში დაკარგა. ვარჰეი, რომელიც აქებდა და ხოტბასა ასხამდა “ოცნებას”, იყო ერთადერთი დასავლელი მოკავშირე, რომელიც ელაპარაკებოდა “ქართულ ოცნებას” და გუშინ რაც იკადრა კობახიძემ, რომელი ჭკუათმყოფელი, საღადმოაზროვნე დასავლელი პარტნიორი ელემენტალურად, სატელეფონო ზარით მაინც გაესაუბრება ბატონ კობახიძეს”, – ამბობს ნიკა მელია.

მთავრობის მეთაური ამტკიცებს, ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა:

banner
წინა სტატიაში“არც ახლა გჯერათ, რომ თუ სწორად ვივლით, ივანიშვილი შეიძლება არჩევნებამდე გაიქცეს?” – ჩერგოლეიშვილი
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს