ბოლო ინფორმაცია – რა მდგომარეობაა სამეგრელო-ზემო სვანეთში

თოვასთან ერთად გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში. სპეცტექნიკა გზების გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს. თოვის შეწყვეტისთანავე მოხდება ტექნიკური მარილის დაყრა. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე გუბერნატორმა კობა ქანთარიამ დაათვალიერა.
დიდთოვლობის გამო, ამ დრომდე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
4 იანვრის 22 საათის მდგომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 2600 მდე აბონენტს. აქედან სენაკში 800 აბონენტი გამორთულია უსაფრთხოების მიზნით. დღის განმავლობაში დაზიანებული აბონენტების უმეტესობას ელექტრო ენერგიის მომარაგება აღუდგა, თუმცა ინტენსიური თოვის გამო გაჩნდა დაზიანების ახალი კერები, უმეტესწილად მარტვილში, სენაკსა და აბაშაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მობილიზებულია დამატებითი სარემონტო ბრიგადები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ ღამის მორიგე ჯგუფები. დილიდან კი პრობლემურ ადგილებზე გავლენ, როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი სარემონტო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად გააგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს. სტიქიის დაწყების დღეს, რეგიონში ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა 10 ათასზე მეტ აბონენტს.

zudgsiii
რეგიონში გაზმომარაგება ხდება სტაბილურად. ზუგდიდში გამორთული 5 კორპუსიდან გაზის მიწოდება აღუდგა 4 საცხოვრებელ კორპუსს. დარჩენილ ერთ კორპუსში მიმდინარეობს სამუშაოები და გაზმომარაგების ჩართვა ამაღამვე მოხდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან ასევე ენერგო-პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის შტაბებთან. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს რეგიონალური ცხელი ხაზი.
სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები რომლებიც ამჟამადაც აქტიურად მოქმედებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო ობიექტი.
დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური შტაბი: 591 41 77 18
ფოთის შტაბი: 0493 22 12 95 ,591410326
აბაშის შტაბი: 599 855766
სენაკის შტაბი: 599 85 75 90; 591 90 20 90
ქალაქ ზუგდიდის შტაბი:- 591 44 53 12
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შტაბი: – 0415 25 01 23
წალენჯიხის შტაბი:- 599 87 66 88; 599 85 85 77 77
მესტიის შტაბი: 577 92 06 00
ჩხოროწყუს შტაბი: 599 85 66 07 .
ხობის შტაბი: 599856063
მარტვილის შტაბი: 577954849

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საგანგებო შტაბის ინფორმაცია

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა
შემდეგი სტატიარა ხდება ამ წუთებში დასავლეთ საქართველოშო