ბოლო ერთ კვირაში გამოვლენილი ინფიცირების 63 შემთხვევიდან 7-ის წყარო უცნობია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის 63 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 7-ის პირველწყარო დაუდგენელია.

“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დამაფიქრებელი ინდიკატორია. აქამდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ინფიცირებულებს, თუმცა ბოლო ერთიო კვირის განმავლობაში პირიქით მოხდა. აღნიშნული 63 შემთხვევიდან 7-ის წყარო ჯერ დაუდგენელია. ბოლო შემთხვევათა უმეტესობა გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან მოდის,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სდომაზე გარდაბნის ცაკეტვის გადაწყვეტილება არ იყო მიღებული.

“გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ დაახლოებით, 1077 ადამიანი და მათგან 24 პოზიტიური შემთხვევა გამოვლინდა, 94 ადამიანი კი კარანტინშია გადაყვანილი. მინდა აღვნიშნო, რომ კონტაქტირებულ შემთხვევათა კარანტინში გადაყვანა გართულებულია. დღეს გარდაბანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო.

არ იქნა მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩაკეტვის გადაწყვეტილება. მიღებულია გადაწყვეტილება გაჩიანის შესასვლელ პუნქტებში თერმოსკრინინგის და ასევე, ამ რეგიონში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების, კერძოდ გაჩიანის დასახლებაში,” – განაცხდა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია, თუმცა საყურადღებო
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე : ჯერჯერობით ვფიქრობ რაიმეს გამკაცრება საჭირო არ იქნება