“ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან გვაშფოთებს”

news
ავტ.: news ნოემბერი 9, 2015 14:28

“ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან გვაშფოთებს”

საქართველოში სასამართლო სისტემისა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი შეშფოთებას გამოთქვამს.

„ჩვენი მეგობრობისა და პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან გვაშფოთებს, რომელმაც სასამართლო დამოუკიდებლობისა და პლურალისტული მედიის მომავალთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა,“ – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამის შესახებ მარინა კალიურანდმა თბილისში, ქართველ კოლეგასთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს პრინციპი ევროპული თანამშრომლობის განუყოფელი ნაწილია.

news
ავტ.: news ნოემბერი 9, 2015 14:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics