ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთში ორი აზებაიჯანელი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

 

აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი“ ვაგიფ სულეიმანოვი მოსკოვში დააკავეს. დაკავების მიზეზი არა კრიმინალური საქმიანობა, არამედ ქვეყანაში ყოფნის წესების დარღვევა იყო. ამის შესახებ „კომერსანტი“ იტყობინება. სულეიმანოვი სახაროვოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განკუთვნილ დროებით დაკავების ცენტრში გადაიყვანეს და მისი დეპორტაცია იგეგმება.

უსაფრთხოების ძალებთან დაახლოებულმა Telegram არხმა „112“-მა სულეიმანოვის დაკავების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უსაფრთხოების ძალები მას მიწაზე აწვენენ და ეკითხებიან, არის თუ არა ის კრიმინალური ავტორიტეტი, რაზეც სულეიმანოვი პასუხს არ სცემს. Telegram არხის ცნობით, კიდევ ერთი აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად ზაური, ორენბურგში ერთი დღით ადრე დააკავეს. ის ეჭვმიტანილია „კრიმინალურ იერარქიაში მაღალი თანამდებობის დაკავებაში“ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210.1 მუხლი).

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: პატიმრობის მიზეზი იყო, რეალურად პარლამენტის არ აღიარება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ჩორჩანასთან დაკავშირებით გარე დავალება შეასრულა გახარიამ, იგივე, გარე დავალებების მიმღებმა ტელევიზიებმა არ აწიეს ეს თემა