ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 48 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 159 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 708, „პისიარ“ ტესტით – 14 451.

banner
წინა სტატიაშიმეორე დღეა მაშველები მდინარე რიონში 9 წლის ბიჭს ეძებენ
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია: ჩვენი მომავალი თაობა განახლებულ სკოლაში განაგრძობს სწავლას