დავით ბაქრაძე: ბოლო 4 წელია, აქ ფაქტობრივად გაჩერდა დრო

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი სოფელ ნასაკირალში ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

სოფლისთვის უმუშევრობის, მოხსნილი სოციალური დახმარებებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაკანონება წარმოადგენს.

დავით ბაქრაძე ადგილობრივებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

ბაქრაძემ მოინახულა სოფლის მეჩეთი, რომელსაც რესტავრაცია უტარდება და სკოლა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია.

“ბოლო 4 წელია, აქ ფაქტობრივად გაჩერდა დრო. გაჩერდა გზის მშენებლობა, ინგრევა სკოლა, პრობლემა არის წყალზე და არავინ არ არის ამ ადამიანების პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ არსებობს არჩევნები, რომ ყველგან, სადაც ჩვენი ხალხი არის მიტოვებული უპატრონოდ, სადაც მთავრობა და ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს მათ დასახმარებლად და პრობლემების მოსაგვარებლად, ხალხმა პასუხი მოსთხოვოს,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიფულზე გაყიდული ინტელიგენცია?- ვის რამდენს უხდის ივანიშვილი
შემდეგი სტატიაკახი კალაძე შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაციისთვის 10 000 ლარს გადარიცხავს