ბოლო 3-4 წლის განმავლობაში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევები ყოველთვის აცდენილი იყო რეალობას

NDI მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან ძალიან ძლიერები კვლევების ჩატარებაში, – ამის შესახებ ვიცე -პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევები ყოველთვის აცდენილი იყო რეალობას.

”NDI მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან ძალიან ძლიერები კვლევების ჩატარებაში. კვლევა გულისხმობს იმას, რომ გავიგოთ მოსახლეობის განწყობები და გვეუბნებიან, რომ ყველა კვლევას აქვს მაქსიმუმ 2%-იანი ცდომილება. ჩვენ შედეგად ვიღებთ 20-30-40%-იან ცდომილებებს. მაშინ ისმის შეკითხვა, რა აზრის აქვს ამ კვლევევის ჩატარებას? თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ 2012 წლიდან მოყოლებული მათ მიერ ჩატარებული კვლევების სტატისტიკას და არჩევნების შედეგების, რამხელა ცდომილებებია. რა თქმა უნდა, არის განწყობა, რომ არ უნდა ვენდოთ იმიტომ, რომ ეს არის არაკვალიფიციური ადამიანების მიერ ჩატარებული კვლევა. მე NDI-ის არ ვგულისხმობ, არამედ იმ ორგანიზაციას, ვისაც ესენი კვლევის ჩატარებას უკვეთენ. თითონ NDI ხომ არ ატარებს კვლევას. საქართველოში არის ორგანიზაცია, ქართველებით დაკომპლექტებული, რომელიც ველზე თვითონ გადის”, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ვინ ჩაატარა პარტია ”ქართული ოცნების” შიდა კვლევები, კახა კალაძემ დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

”თავს შევიკავებდი, იმიტომ რომ თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამ კვლევების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვინც ჩაატარა, პრეზენტაციასაც ის გამართავს”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: “რატომ სძულს სინამდვილეში ამ საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობა?”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ”ქართული ოცნების” ყრილობას შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი დაესწროს