ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 850 სამხედრო დაკარგა.
ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაკარგებს შორისაა 1 738 დრონი.
ასევე, 417 ავტომობილი და ავტოცისტერნა, 49 საარტილერიო სისტემა, 4 ერთეული სპეციალური ტექნიკა, 6 სახმელეთო რობოტული სისტემა და 5 საბრძოლო ჯავშანმანქანა.
უკრაინის დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსეთმა 1 578 450 სამხედრო დაკარგა.















