ბოლო 24 საათში, რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

ბოლო 24 საათში, რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქში განხორციელებული დაბომბვების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ოკუპანტების მიერ ხარკოვის საცხოვრებელი რაიონების, მათ შორის ქალაქის ცენტრალური უბნების დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. დაიბომბა ოლქის დერგაჩევსკის რაიონიც, დაღუპულია ორი და დაშავებულია ერთი ადამიანი. ასევე, რუსეთის დაბომბვების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ზოლოჩევსკის რაიონში“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა კონტროლი ლუგანსკის ოლქის სოფელ კრემენნაიაზე აიღეს
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან